10:03: დაკვირვების შეზღუდვები და ტექნიკური პრობლემები საარჩევნო უბნებზე
გამოიკვეთა ტენდენცია, რომ გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ რეგისტრატორის საქმიანობას. ასევე, მთვლელი საქართველოს მასშტაბით, ფიქსირდება ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები. ვერიფიკაციის აპარატები ვერ არეგისტრირებენ პირადობას და რეგისტრატორებს ხელით უწევთ მონაცემების შეყვანა აპარატებში. აღნიშულით, დამკვირვებლებს არ აძლევს საშუალებას დარწმუნდნენ მართებულად ხდება თუ არა უბანზე გამოცხადებული პირის იდენტიფიცირება. იმ ფონზე, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოქალაქეებისათვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა.
მთვლელი საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება, აუდიო და ვიდეო გადაღების შეზღუდვა. კერძოდ, დამკვირვებლებს არ ეძლევათ ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობას. ეს მაშინ, როცა დიდი ოდენობით უნებზე განთავსებულია სტაციონალური კამერები, რიგ შემთხვევებში მიმართულია, როგორც ხმის მიმცემი კაბინისკენ ასევე ხმის მთლელი აპარატებისკენ.
რიგ რეგიონში (მაგ. კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) იკვეთება არაუფლებამოსილი პირების ყოფნა უბანზე.