10:20 საათი: კენჭისყრის დაგვიანება და ბიულეტენებით მანიპულაციის მცდელობები
საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, სადაც კოალიცია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად, თუმცა დამკვირვებლების ინფორმაციით, ათობით საარჩევნო უბანზე (დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნების 7%) კენჭისყრა დაგვიანებით დაიწყო.
დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა 35-ე, 38-ე და 37-ე საარჩევნო ოლქებში.
დაფიქსირდა ამომრჩევლისთვის ერთზე მეტი ბიულეტენის მიცემის 18 მცდელობა თბილისში (1-ელ, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ოლქებში), კახეთსა (მე-12 და მე-14 ოლქებში) და ბათუმში (79-ე ოლქი).
შესაძლებელია, აღნიშნული მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან რაიმე სხვა მანიპულაციების განხორციელებას.