11 აგვისტო: ოპოზიციის ლიდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

11 აგვისტო: ოპოზიციის ლიდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

  • 11 აგვისტოს, სამტრედიაში, საარჩევნო კოალიციის „კოალიცია ცვლილებისთვის" ადგილობრივი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე კოალიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას თავს დაესხა პირი, რომელმაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ყველა პარტიას მიეცეს წინასაარჩევნო კამპანიის უსაფრთხო გარემოში წარმოების საშუალება. სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ სწრაფი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოახდინონ საქმის გარემოებების დადგენა და პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება.

print