11 ოქტომბერი: ვინ აფინანსებს ქართულ ოცნებას? - შპს „დინ გრუპი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

11 ოქტომბერი: ვინ აფინანსებს ქართულ ოცნებას? - შპს „დინ გრუპი

შპს „დინ გრუპის“ 25%-იანი წილის მფლობელმა ვახტანგ ამაშუკელმა მმართველ პარტიას 2024 წლის 2 სექტემბერს 60,000 ლარი შესწირა. მან 15,500 ლარი „ქართული ოცნებას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც შესწირა.

2015-2024 წლებში შპს „დინ გრუპმა“ 94 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო.

2017 წელს შპს „დინ გრუპმა“ სახელმწიფო პროგრამიდან („აწარმოე საქართველოში“) 45 თასი ლარი მიიღო.

წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების  კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.

print