12 აგვისტო: ზუგდიდის მერიამ წინასაარჩევნოდ ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

12 აგვისტო: ზუგდიდის მერიამ წინასაარჩევნოდ ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

  • 12 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 67 ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების დასრულების ვადები 2-3 თვითაა განსაზღვრული. ამ მასშტაბით ქუჩების რეაბილიტაციის ტენდერები ზუგდიდის მერიას ადრე არ გამოუცხადებია. საინტერესოა, რომ სამუშაოების დასრულების ან მისი დამასრულებელი სტადიის ვადები მაღალი ალბათობით არჩევნების დღეს დაემთხვევა.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ზემოთ აღწერილი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე, ოპონენტებთან შედარებით, სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

print