12 ოქტომბერი: ვაკის პარკში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვისთვის აუცილებელი აპარატურა არ შეატანინეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

12 ოქტომბერი: ვაკის პარკში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვისთვის აუცილებელი აპარატურა არ შეატანინეს

  • 12 სექტემბერს, 21:00 საათზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ თბილისში, ვაკის პარკში, დაგეგმილი ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით „ქართული ოცნება" ხელს უშლის მათ ვაკის პარკში 10,000 მხარდამჭერთან დაგეგმილი შეხვედრის ჩატარებაში. მისი თქმით, ხელისუფლება აბრკოლებს სკამების, აპარატურისა და გენერატორის შემოტანას. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში,  უზრუნველყონ ამ ღონისძიებების  უსაფრთხოება. 

print