13 ოქტომბერი: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის ოფისი დაარბიეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

13 ოქტომბერი: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

  • 13 ოქტომბერს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს ოფისის კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.  მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

print