13 ოქტომბერი: „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის მიმართ შესაძლო მძიმე დანაშაულის მცდელობა სოფელ ქსანში
- „გახარია საქართველოსთვის" პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში მათი პარტიის წევრის, ლია ყოჩიშვილის მიმართ მძიმე დანაშაული მოხდა. მისი თქმით, დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრმა, გიორგი მურჯიკნელმა, სცადა მანქანით დაჯახებოდა ყოჩიშვილს, რომელიც ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ყოჩიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა ქსანში.
არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.