16 აგვისტო: ცესკოს გადაწყვეტილება საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობას ამცირებს და ეწინააღმდეგება კანონს
- 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდება.
მიღებული გადაწყვეტილებით პროცესი ხდება უფრო გაუმჭვირვალე, რადგან შეუძლებელია არჩევნების დღემდე 7 დღით ადრე 3000-ზე მეტ უბანზე პროცედურის დაკვირვება. გარდა ამისა დადგენილება უკანონოა, რადგან საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს ასეთი პროცედურის დადგენილებით განსაზღვრას, არამედ თავად ადგენს, რომ ასეთი კენჭისყრა არჩევნების დღეს უნდა გაიმართოს. გარდა ამისა, დადგენილებაში არ არის სათანადოდ დასაბუთებული ამ სახის რეგულირების საჭიროება და აუცილებლობა. დეტალურად იხილეთ „საეთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება.