17 ოქტომბერი: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისზე განთავსებული ბანერების დაზიანება
- 17 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ხათუნა არველაძის, სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში აქტიურად ხდება მათ ოფისებზე გაკრული ბანერების დაზიანება. მან ასევე ატვირთა ხსენებული ფაქტის დამადასატურებელი ფოტომასალა.
არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.