17 ოქტომბერი: ვინ აფინანსებს ქართულ ოცნებას? - ალექსანდრე ალიბეგაშვილი
შპს „ეს ერ ჯის“ 50%-იანი წილის მფლობელმა ალექსანდრე ალიბეგაშვილმა „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, 2024 წლის 30 სექტემბერს, მმართველ პარტიას 5,000 ლარი შეწირა. მან 7,000 ლარი „ქართული ოცნებას“ 2021 წლის არჩევნების წინაც შესწირა. შპს „ეს ერ ჯის” სახელმწიფო შესყიდვებში 16.3 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული. გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“-დან 61,000 ლარის სახელმწიფო სუბსიდია აქვს მიღებული.
ალექსანდრე ალიბეგაშვილი ასევე ფლობს შპს „ნიცა და კომპანიას“ 100%-იან წილს. აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში 148,000 ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული.
