23 აგვისტო: პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ამ პარტიების წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმებას აანონსებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

23 აგვისტო: პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ამ პარტიების წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმებას აანონსებს

18 სექტემბერი, 2024
  • 23 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები და მათ გაუუქმდებათ პარლამენტის წევრობის მანდატებიც. კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, ისინი აპირებენ აკრძალონ შემდეგი პარტიები: ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”); ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის; ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია; გიორგი გახარიას პარტია.

პრემიერ-მინისტრი აკონკრეტებს მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში საქართველოში აღარ იქნებიან ოპოზიციური პარტიები და გაუქმდება არჩევნების შედეგები იმ ასობით ათასი ამომრჩევლისთვის, რომლებიც აპირებენ ხმა მისცენ ამ პარტიებს.

print
23 აგვისტო: პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ამ პარტიების წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმებას აანონსებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.