25 სექტემბერი: ანტიკორუფციულმა ბიურომ უხეშად დაარღვია კანონი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „აირჩიე ევროპას“ და სხვა პირებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების სტატუსი მიანიჭა
- 25 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, და მისი გამგეობის წევრები ხათუნა ლაგაზიძე, ლელა ჯეჯელავა, გიორგი პაპელიშვილი, ნიკოლოზ შურღაია, შალვა ძებისაშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, სოფიკო ჭყონია, ივანე ჭყონია და გიორგი რუხაძე განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად აღიარა და მათზე პარტიისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები და წესები გაავრცელა. საგულისხმოა, რომ არცერთ ზემოთჩამოთვლილ სუბიექტს არჩევნებში მონაწილეობის მიზანი არ დაუფიქსირებია და 2024 წლის 26 სექტემბრის შემდეგ, როდესაც პარტიების მიერ სიების ცესკოსთვის წარდგენის ვადა ამოიწურება, თეორიულადაც შეუძლებელია ამ პირებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
მიგვაჩნია, რომ ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და წარმოადგენს წინასაარჩევნოდ აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამასთანავე, ბიუროს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სადამკვირვებლო მისიებისთვის დაბრკოლებების შექმნის მიზნით გადადგმული ნაბიჯი.