26 აგვისტო: მთავრობის განკარგულება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების მიერ თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

26 აგვისტო: მთავრობის განკარგულება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების მიერ თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას

  • 26 აგვისტოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც მუნიციპალიტეტებს  ნებას რთავს, „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში, 34 მილიონამდე ღირებულების სამშენებლო სამუშაოების მომსახურება გამარტივებული შესყიდვით მიიღონ. „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივა მთავრობამ 23 ივლისს მიიღო და გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფას. განაწილებული თანხა უნდა მოხმარდეს მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, რომლის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა ბუნდოვანია და მის წინასაარჩევნო გამოყენების რისკს ქმნის. ახალი განკარგულებით, გამოყოფილი თანხების დახარჯვა მუნიციპალიტეტებს ტენდერების გარეშე, უფრო ნაკლებად გამჭვირვალე პროცედურებით შეეძლებათ.

print