28 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება ხულოში - “ქართული ოცნების“ კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ვახტანგ ბერიძე ახალი სასპორტო დარბაზის გახსნას დაესწრნენ
- 28 სექტემბერს ხულოში, სოფელ ღორჯომში ახალი სასპორტო სკოლა გაიხსნა. გახსნას „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ესწრებოდნენ.
ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.
ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.