29 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება გარდაბანში - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა  და სხვა თანამდებობის პირებმა ახალი სარეკრეაციო სივრცე გახსნეს  - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

29 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება გარდაბანში - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა  და სხვა თანამდებობის პირებმა ახალი სარეკრეაციო სივრცე გახსნეს 

  • 29 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა,  სხვა თანამდებობის პირებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ სართიჭალაში ახალი სარეკრეაციო სივრცე საზეიმო ვითარებაში გახსნეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორცილედა და მასში 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

print