4 ოქტომბერი: გარდაბანში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის სამმა კანდიდატმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

4 ოქტომბერი: გარდაბანში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის სამმა კანდიდატმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა

  • 4 ოქტომბერს გამართულ „გარდაბნობა 2024“-ზე, გარდაბნის მერიის ორგანიზებული ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და საპატიო გარდაბნელებიც თავად დააჯილდოვეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პარტიულ სიაში მყოფებმა: ზაურ დარგალმა, სავალან მირზოევმა და ირაკლი შატაკიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, ისინი სცენიდან ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ ტრადიციულ გზავნილებს, მათ უკან კი სცენის ეკრანზე, ინფრასტრუქტურული პროექტების კადრები გადიოდა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

print