7-8 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე ხულოში
- 7-8 სექტემბერს ხულოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრებმა პარტიული შეხვედრები გამართეს, რომელსაც ხულოს განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თანამშრომლები, 11 საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც გასულ წლებში სუს-ის და მმართველი პარტიის მხრიდან ხდებოდა სკოლის დირექტორების მასშტაბური კონტროლი მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურობის ნიშნით. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.