7 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ ფარული საარჩევნო კამპანიები, რომლებიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯზე გაიმართა
- „აი, ფაქტის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს მასალა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებს მუნიციპალური ბიუჯეტების თანხებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს შეფარულ საარჩევნო კამპანიას.
- ასეთი ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტებმა სულ 219 ტენდერი გამოაცხადეს სხვადასხვა ღონისძიებისთვის, რაზეც ჯამში 7.8 მილიონი ლარი დაიხარჯა
- 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ჩატარდა და დაიგეგმა 67 ღონისძიება, მათი ნახევარი ეძღვნებოდა ქალაქის ან დაბის დღის აღნიშვნას
- მათ დღესასწაულების ნაწილს თარიღები შეუცვალეს და წინასაარჩევნოდ ატარებენ, დამატებით კი ახლებიც გამოიგონეს
- ღონისძიებებზე აქტიურად ისმის მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილები, განსაკუთრებით „მშვიდობის" თემაზე
- წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ღონისძიებებზე დახარჯული თანხები
- შესყიდვების 88% ხორციელდება გამარტივებული წესით, კონკურსის გარეშე.
„აი, ფაქტის“ გამოძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას სისტემური ხასიათი აქვს, რაც თავის მხრივ ქმნის უსამართლო და უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოს საფუძველს. სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძებების „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიერ აგიტაციისთვის გამოყენების შემთხვევები წინამდებარე Live ბლოგშიც არის აღწერილი, რაც გამოძიებაში აღწერილ ტენდენციებს დამატებით ადასტურებს.