8 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე ახალციხეში
- 8 სექტემბერს ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას მრავლად ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათ შორის სკოლებში და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირები. ამავე ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებდნენ ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათ შორის ფიგურირებდა ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე ლექტორი. სტუდენტები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ სრულყოფილად არ მიეწოდა ინფორმაცია, რომ პარტიული ღონისძიება იმართებოდა. ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, ლექტორმა მას წამომსვლელი სტუდენტების სიის შედგენაც მოსთხოვა.
ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია