9 ოქტომბერი: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის, განცხადებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

9 ოქტომბერი: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის, განცხადებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ

  • „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ, განაცხადა, რომ ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, ან რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მისცემენ პირადობის მოწმობებს ართმევენ. წითლიძემ პირადობების ჩამორთმევაში ჩართული ექვსი პირიც ჩამოთვალა, რომელთა შორისაც არიან პოლიციის თანამშრომლები, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, მერის წარმომადგენელი სოფელ ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგრეთვე სამეგრელოს დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას მამა.

ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა და მისთვის არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქმედების შესაძლო ორგანიზებული ხასიათი და მასშტაბი. აუცილებელია განცხადებაში მოყვანილი გარემოებების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

print