9 ოქტომბერი: თბილისში, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს საარჩევნო პლაკატების გაკვრისას თავს დაესხნენ და სააგიტაციო მასალები დაუზიანეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

9 ოქტომბერი: თბილისში, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს საარჩევნო პლაკატების გაკვრისას თავს დაესხნენ და სააგიტაციო მასალები დაუზიანეს

  • თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს უცნობმა პირებმა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის გაკვრაში ხელი შეუშალეს, აგრეთვე ჩამოუხიეს გაკრული პლაკატებიც. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. კანონით დაუშვებელია სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება. იმისათვის რომ მომხდარმა შემთხვევამ არ წაახალისოს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ ძალადობა და სააგიტაციო მასალების დაზიანება, აუცილებელია თავდამსხმელების სწრაფი იდენტიფიცირება და მათზე კანონის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

print