ENG

ახალციხის საკრებულოს საქმიანობის შეფასება

23 ივლისი, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საქმიანობას.

ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, ახალციხის მუნიციპალიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.

კვლევის საანგარიშო პერიოდია 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით.

ძირითადი მიგნებები

  • ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა;
  • საკრებულოს, ან მის ფრაქციებს/კომისიებს აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები რაიმე საკითხის განსახილველადარ მიუწვევია;
  • ახალციხის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
  • საანგარიშო პერიოდში ახალციხისსაკრებულოში 40სხდომა გაიმართა და დღის წესრიგით გათვალისწინებული303საკითხი განიხილა. კენჭისყრაზე 283საკითხი გავიდა და, ერთის გარდა,დეპუტატებმა ყველა უცვლელი სახით მიიღეს;
  • ამავე პერიოდში საკრებულოში ხუთმა მუდმივმოქმედმა კომისიამ  86  სხდომა გამართა. სხდომებზე გატანილი 209  საკითხიდან,  გარდა ოთხისა,  ყველა ერთხმად და უცვლელი სახით მიიღეს.  ერთ საკითხს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს (თუმცა, ექვსი თვის მოგვიანებით იგივე საკითხი მაინც დააკმაყოფილეს), სამ მათგანში კი ცვლილება შეიტანეს და კენჭი ისე უყარეს;
  • ახალციხის საკრებულოში მოქმედი ხუთი ფრაქციიდან ინიციატივა მხოლოდ ერთმა წარადგინა. ფრაქციების მიერ გაწეული საქმიანობისთვის ჯამში 326,784.71ლარია დახარჯული;
  • საკრებულოში 2018 წლის მარტიდანფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა მას საკვლევ პერიოდში არცსამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი განუხორციელებია, არც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებებისმონიტორინგი-შეფასების სისტემის შემუშავებაზე უმუშავია და არც რეკომენდაციები მოუმზადებია;
  • დეპუტატებმა საკრებულოს სხდომები 340-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 334 -არასაპატიო მიზეზით. რაც შეეხება კომისიების სხდომებში მონაწილეობას - ჯამში გაცდენის 218შემთხვევაა დაფიქსირებული;
  • საანგარიშო პერიოდშიახალციხის საკრებულოს ხარჯებმა 1,260,757.76ლარი შეადგინა. აქედან 1,131,599.09ლარი - ხელფასებში, 51,500ლარი კი პრემია-დანამატებში გაიწერა;
  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ახალციხის საკრებულომ 26,535.03  ლიტრი  საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 57,615.86  ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი  12,249.74  ლიტრი  საწვავი (ჯამური ღირებულებით - 26,078.03  ლარი) საკრებულოს თავმჯდომარემ გახარჯა.

რეკომენდაციები

კონტროლის განხორციელება:

  • საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფო შესყიდვების პროცესის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის მიზნით;
  • აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები;
  • საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე.

საკრებულოს სხდომები:

  • ახალციხის საკრებულომ უნდა დახვეწოს მუშაობის საორგანიზაციო მხარე, შეამციროს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა, ასევე, კანონის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა სხდომის დაანონსება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელი ეშლება  მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას, ინტერესთა ჯგუფების მობილიზებას, სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობას, სათათბირო ორგანოს გამჭვირვალობას.

ანგარიშვალდებულება:

  • საკრებულოს, ისევე როგორც კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გაუჯობესდეს. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდნენ სხდომებს. ამასთან, საკრებულოს თითოეული წევრის მხრიდან სხდომის გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზები უნდა იყოს გამორკვეული და სათანადო ღონისძიებებიც გამოყენებული;
  • თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ.

ფრაქციების საქმიანობა:

  • მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდიან თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერენ ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.

საკრებულოს ხარჯები:

  • მნიშველოვანია, რომ საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან;
  • საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეკონომიაზე.

დასახლების საერთო კრება:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს დასახლების საერთო კრება წარმოადგენს, მისი მოწვევის უფლება აქვს როგორც ამომრჩევლებს, ასევე მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი ინიციატივით ან საკრებულოს შუამდგომლობით;
  • რადგანაც ახალციხის დასახლების საერთო კრება ჯერ არ ჩატარებულა, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ინიციატივით ამოქმედდეს ჩართულობის ეს მექანიზმი, მიმართოს მერს მისი ჩატარების შუამდგომლობით. დასახლების საერთო კრების ჩატარება მუნიციპალიტეტისათვის აუცილებელია ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დასაგეგმად.