"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2005 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2005 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს

19 ივლისი, 2010

დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა 2005 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) კვლევის შედეგები. კვლევა ახდენს ქვეყანათა რანგირებას კორუფციის იმ ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით,რომლითაც უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები აღიქვამენ კორუფციას ქვეყნის სახელმწიფო თუ პოლიტიკურ სექტორებში. წელს საქართველოს 2.3 ქულა აქვს შესაძლო 10 ქულიდან და 130-ე ადგილს იკავებს გამოკვლეული 158ქვეყნიდან. წინა წლის შედეგებთან შედარებით საქართველომ 0.3 ქულით გაიუმჯობესა შედეგი.

 

print