"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2008 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2008 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს

19 ივლისი, 2010

თბილისი, საქართველო – "საერთაშორისო გამჭვირვალობის" საერთაშორისო კვლევის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) 2008 წლის შედეგებით საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.9 ქულა მიიღო და 67-ე ადგილზე გავიდა. სულ კვლევაში 180 ქვეყანა იყო ჩართული. "კორუფციის აღქმის ინდექსი" ქვეყნების რანგირებას ახდენს იმის მიხედვით,თუ რამდენად გავრცელებულია ამ ქვეყნებში პოლიტიკური კორუფცია.კვლევა ამ ქვეყნების წარმომადგენელი და უცხოელი ბიზნესმენებისა და ანალიტიკოსებს მოსაზრებებს ეყრდნობა. წინა წელთან შედარებით, როცა საქართველოს 180 გამოკითხული ქვეყნიდან79-ე ადგილი ეკავა და 3.4 ქულა ჰქონდა, წელს მისი მაჩვენებლები გაუმჯობესდა. გაუმჯობესების ტენდენცია ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და ყოველწლიურად საშუალოდ 0.5 ქულიანი ზრდით განისაზღვრა. "კორუფციის აღქმის ინდექსი" ორი წლის, ამ შემთხვევაში 2007 და 2008 წლების მონაცემებს აერთიანებს. კვლევაში ორი წლის შედეგები იმ მიზნით ჯამდება, რომ მან არა მხოლოდ ერთი წლის, არამედ უფრო გრძელვადიანი სურათი დახატოს.

 

print