გენდერული კვოტირება არ უნდა გაუქმდეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გენდერული კვოტირება არ უნდა გაუქმდეს

04 აპრილი, 2024

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის მიხედვით, “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” უქმდება სავალდებულო გენდერული კვოტა პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანულ კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30% დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა გაძლიერებისათვის. საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილება.

გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარი დაუჭირა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

გენდერული თანასწორობის მიღწევა ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის  განსაზღვრულ 12 პირობათაგან ერთ-ერთი პირობა იყო. სავალდებულო გენდერული კვოტირება, როგორც დროებითი ნორმა თანასწორობის მისაღწევად, წარმოადგენს ევროპის ქვეყნებში დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკას და მისი შემოღება საქართველოში დადებითად შეფასდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. 

გენდერული კვოტირების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. 

მოვუწოდებთ პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს გენდერული კვოტირების წესის გაუქმებას. 

print