დოკუმენტური ფილმების ჩვენება "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ოფისში
13 მაისი, 2011
10 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოიწვია საელჩოებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორი საგამოძიებო ფილმის ჩვენებაზე. ფილმები ინგლისური სუბტიტრებით გადიოდა. ფილმები საკუთრების უფლების შელახვას ეხებოდა და ისინი სტუდია მონიტორმა (დიღმის საქმეზე) და GNS სტუდიამ (ანაკლიის საქმეზე) მოამზადეს. მასალები ფილმების მოსამზადებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანტიკორიფციულმა საკონსულტაციო ცენტრმა მიაწოდა, რადგან სწორედ ამ ცენტრს მიმართეს დაზარალებულმა პიროვნებებმა დასახმარებლად. ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია.
