პროტესტი თბილისში ხეების მასობრივ ჩეხვას!
15 მაისი, 2012
შაბათს, 12 მაისს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "მწვანე ალტერნატივა" თბილისის გამწვანების პრობლემებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად დედაენის ბაღში ბოლო დროს თბილისში ხეების მასობრივ გაჩეხვას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მიმართვას თბილისის მერიისადმი, რომლითაც მერიას მოუწოდეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაინტერსებული მხარეებიც ჩართონ.
Gallery Images: