რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმაზე

07 სექტემბერი, 2011

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიაწოდა მის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის პროექტი, რომელიც 2011–2015 წლებზეა გათვლილი და სთხოვა ორგანიზაციას სტრატეგიასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები დაეფიქსირებინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შემდეგი პოზიცია აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმაზე.საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიაწოდა მის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის პროექტი, რომელიც 2011–2015 წლებზეა გათვლილი და სთხოვა ორგანიზაციას სტრატეგიასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები დაეფიქსირებინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შემდეგი პოზიცია აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმაზე.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2011–2015 წლების სტრატეგიული გეგმის გასაჯაროებას და იმედოვნებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისაგან შემოთავაზებული შენიშვნები სათანადოდ აისახება აღნიშნულ დოკუმენტში.უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავთ, რომ მოცემული დოკუმენტი თავისი ბუნებით ზოგადი ხასიათისაა, განსხვავებით 2010-2011 წლების სტრატეგიისა, რომელშიც მიზნები უფრო კონკრეტულად იყო გაწერილი. აბსოლუტურად ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ გეგმა უნდა იყოს მოქნილი და სიახლეებს მორგებული, თუმცა მიგვაჩნია, რომ არის რამდენიმე საკითხი, რაც 2011 – 2015 წლების სტრატეგიაში უკვე შესულ მიზნებს უნდა დაემატოს. ეს საკითხებია:საარჩევნო დავებიცესკოს 2010-2011 წლის სტრატეგიაში მოხსენიებული იყო საარჩევნო დავები, კერძოდ, სტრატეგია მიზნად ისახავდა დავების გადაწყვეტის მექანიზმების განვითარებას. 2010 წლის განმავლობაში ცესკოში არსებობდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სასურველია, ამდაგვარი ჯგუფი კვლავ შეიქმნას და უფრო გაფართოვდეს. იგი შეიძლება მუშაობდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გაიდლაინების შექმნა, მიმდინარე დავების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი. ასეთი ჯგუფი, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სამოქალაქო სექტორის ჩართულობას, ხოლო, მეორეს მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებელი შეფასება და რეკომენდაციები მიიღოს იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თვლის, რომ ასეთი სახის ჯგუფები საოლქო საარჩევნო კომისიის დონეზეც უნდა არსებობდეს.ამომრჩეველთა ერთიანი სია2010 წლის არჩევნების პერიოდში ცესკო, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ინტენსიურად მუშაობდნენ საარჩევნო სიების დახვეწაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლაც მოხდა. მიუხედავად ამისა, ეს თემა კვლავ სერიოზული განხილვის საგნად რჩება. სასურველია, თუ ცესკოს სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი საარჩევნო სიის დახვეწა იქნება. იმედია, ის ქმედებები, რაც საარჩევნო სიის დახვეწას სჭირდება და რაც დეტალურად ვერ აისახება სტრატეგიაში, სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდება.საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობასაარჩევნო ადმინისტრაცია უშუალოდ ახორციელებს კანონს და პრაქტიკაში აწყდება საკანონმდებლო ხარვეზებისა თუ კოლიზიური ნორმების შედეგად წარმოშობილ სირთულეებს. ამდენად, სასურველია ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მუშაობის პროცესში.ასეთი პრაქტიკა უცხო არაა ცესკოსთვის. მან 2010–2011 წლების სტრატეგიაზე მუშაობისას საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად შეიმუშავა რეკომენდაციები. თუმცა ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში არ გათვალისწინებულა.2011–2015 წლების სტრატეგიაში აუცილებელია საკანონმდებლო პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლის გაზრდა, ამრიგად გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის დახვეწასთნ დაკავშირებით, რომლებიც თავის მხრივ მსოფლიოში საუკეთესო საარჩევნო პრაქტიკას ემყარება.სამოქალაქო სექტორის ჩართულობასტრატეგიის ერთ–ერთი მიზანი დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება ამ მიდგომას და თვლის, რომ სამოქალაქო სექტორთან აქტიური ურთიერთობა საჭიროა არა მარტო ცესკოს მხრიდან, არამედ ადგილობრივ დონეზე საოლქო საარჩევნო კომისიების და არჩევნების პერიოდში, საუბნო კომისიების მხრიდანაც. აღნიშნულის მისაღწევად, სასურველია, თითოეული საოლქო საარჩევნო კომისია აქტიურად იყენებდეს ვებ–გვერდსა და სოციალურ ქსელებს. აღსანიშნავია, რომ საოლქო კომისიაში მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შედის, ასევე მიიღება სერიოზული გადაწყვეტილებები. სასურველია, საოლქო კომისიებში დაგროვილი ინფორმაცია გასაჯაროვდეს და ელექტრონული მედიიის საშუალებით გავრცელდეს (პარტიების ანგარიშები შემოსავლებზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებები, საჩივრები, მიღებული გადაწყვეტილებები და ა.შ.).საზოგადოებრივი მონიტორინგიცესკოს 2010-2011 წლების სტრატეგია ითვალისწინებდა საარჩევნო პროცესების საზოგადოებივ მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის მისაღწევად საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა: ჩამოყალიბდა საჩივრების რეესტრი, შეიქმნა ამომრჩეველთა ელექტრონული სია, ონლაინ-ოპერატორის სერვისი და ა.შ. თუმცა, კიდევ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხაზს უსვამს პარტიების დაფინანსების სფეროში ელექტრონული ბაზების შექმნის აუცილებლობას, რის შედეგადაც ანგარიშგება განხორციელდება ელექტრონული გზით, რაც ინფორმაციას უფრო იოლად ხელმისაწვდომს გახდის. ვიმედოვნებთ, რომ სამოქმედო გეგმაში დეტალურად აისახება ამ ტიპის მიზნები, ხოლო საზოგადოებრივი მონიტორინგი ისევე იქნება გათვალისწინებული 2011–2015 წლების სტრატეგიაში, როგორც ამას წინა წლების სტრატეგია ითვალისწინებდა.„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თვლის, რომ ზემოაღნიშნული რეკომენდაციები სასურველია აისახოს 2011–2015 წლების სტრატეგიაში. ჩვენი ორგანიზაცია მზადაა აქტიურად ჩაერთოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

print
elections