“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება “საქართველოს სარეკლამო ბაზრის” ანგარიშთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება “საქართველოს სარეკლამო ბაზრის” ანგარიშთან დაკავშირებით

16 დეკემბერი, 2011

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მადლობას უხდის იმ მედიასა და ორგანიზაციებს (მათ შორის, “ტაბულას”, “24 საათს” და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას), რომლებიც ყურადღებით გაეცნენ ჩვენს ბოლო ანგარიშს და საკუთარი შეხედულებები მოგვაწოდეს.

აღნიშნული კომენტარები უკვე დაერთო ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ ანგარიშს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიესალმება ორგანიზაციის კვლევებთან დაკავშირებულ გამოხმაურებას.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ ღია და ფართო დისკუსიის დაწყებას ჩვენი ანგარიშის დასკვნებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს აგრეთვე ის, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს სარეკლამო და მედია სექტორში სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და პროფესიონალიზმის დამკვიდრებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ძლიერი, პლურალისტური და მდგრადი მედია-სექტორის ჩამოყალიბებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”