“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თელავის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თელავის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა

03 ოქტომბერი, 2011

2011 წლის 2 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ოთხი მობილური ჯგუფის საშუალებით #17 თელავის საარჩევნო ოლქის 28 უბანზე შუალედურ არჩევნებს დააკვირდა (#1 ნადიკვარი, #2 გვირაბი, #3 ძველი სტადიონი, #4 ზუზუმბო, #5 ძველი გალავანი, #6 მაწანწარა, #7 ყადორი, #8 კავკასიონი, #10 ჭავჭავაძე, #11 რუსთაველი, #14 ზემო აკურა, #17 ვარდისუბნის ზემო, #18 ვარდისუბნის ქვემო, #19 თეთრიწყლები, #20 იყალთოს ზემო, #21 კისისხევის ზემო, #26 ნაფარეულის ზემო, #29 სინიორი, #30 ართანი, #32 ფშაველი, #37 ყარაჯალის ზემო, #38 ყარაჯალის შუა, #39 ყარაჯალის ქვემო, #41 წინანდალის ზემო, #42 წინანდალის ქვემო, #50 ნაფარეულის ქვემო, #52 აკურის ქვემო, #53 ყარაჯალის ახალი).

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დამკვირვებლები 9 უბანზე დაესწრნენ უბნის გახსნისა და დახურვის პროცედურებს (#2 გვირაბი, #3 ძველი სტადიონი, #17ვარდისუბნის ზემო, #18 ვარდისუბნის ქვემო, #37 ყარაჯალის ზემო, #38 ყარაჯალის შუა, #39 ყარაჯალის ქვემო, #41 წინანდალის ზემო, #42 წინანდალის ქვემო).

არჩევნების დღეს მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. საარჩევნო კომისიები გამართულად მუშაობდნენ. დამკვირვებლებს პრობლემა არ შექმნიათ დაკვირვების პროცესში. ცესკოს და თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და წარმომადგენლები ეფექტურად მუშაობდნენ და მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს საარჩევნო კომისიებს აღმოეფხვრათ უმნიშვნელო ხარვეზები.

არჩევნებში მონაწილეობის აქტივობა ძალიან დაბალი იყო და უმეტეს შემთხვევაში, 20-30%-ს არ აღემატებოდა. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო შუალედური არჩევნების მიმართ ნაკლები ინტერესით.

მიუხედავად ამისა, გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა რამდენიმე უბანზე:

  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე ამორჩევლები არ იყვნენ ინფორმირებულები კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. მაგალითად, #37 ყარაჯალის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმის მიცემისას ბიულეტენთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოათავსა კონვერტში. დამკვირვებელმა ამის შესახებ კომისიის თავჯდომარეს ამცნო და მან ეს პრობლემა აღმოფხვრა.
  • #38 ყარაჯალის საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის ორი წარმომადგენელი მოსულ ამომრჩეველს უბნის შესასვლელში აჩერებდნენ, ვინაობას ეკითხებოდნენ, და ალტერნატიულ რეგისტრაციას აწარმოებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიაობაში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს საარჩევნო ადმინისტრაციების მომზადებაზე და ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გასათვალისწინებელია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, ახალი საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდება და გარკვეული ცვლილებები შევა არსებულ პროცედურებში. გარდა ამისა, არჩევნების მნიშვნელობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ცესკოს და საოლქო ადმინისტრაციებს არ ექნებათ შესაძლებლობა ისეთივე ინტენსიურობით დაეხმარონ უბნებს არჩევნების ჩატარებაში, როგორც ამ უკანასკნელ არჩევნებზე მოხდა.

Header image: 
elections