„გამჭვირვალობა – ვანუატუს“ პრესრელიზი ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„გამჭვირვალობა – ვანუატუს“ პრესრელიზი ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით

08 აგვისტო, 2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვანუატუს ოფისმა 29 ივლისს გამოქვეყნა პრესრელიზი ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდიბელ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით. ქვემოთ წარმოდგენილი პრესრელიზი არ გამოხატავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოსაზრებებს. პრესრელიზის თარგმნის და გამოქვეყნების მთავარი მიზანი იყო გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგების საქმიანობის შედეგები. ამავდროულად ვფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რაც პრესრელიზშია მოცემული. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით „გამჭვირვალობა – ვანუატუს“ პროექტის კოორდინატორს ფრანსის ბრაიარდს შემდეგ მისამართზე transparency@vanuatu.com.vu.

რა დგას ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარების უკან რეალურად?

რამდენმა ადამიანმა იცოდა ვანუატუში სამი თვის წინ აფხაზეთის, როგორც შავი ზღვის ერთ–ერთი რეგიონის არსებობის შესახებ(ყოფილი რუსეთის ტერიტორია) ამ თუნდაც აფხაზების, როგორც საქართველოდან გამოყოფლი და დამოუკიდებელი ერის არსებობის შესახებ? რამდენი ადამიანია საქმის კურსში, რომ აფხაზეთში მასობრივი ხასიათის ეთნიკური წმენდა განხორციელდა რუსეთის დახმარებით რომლის შედეგადაც 200–240,000 ეთნიკური ქართველი იქნა იძულებით გამოსახლებული (რაც ექვივალენტია ვანუატუს მთელი მოსახლეობისა) ამ ტერიტორიიდან?

მერე კი უცებ, ამ ორმა ქვეყანამ ჩვენი ადგილობრივი გაზეთების საწყისი გვერდები დაიკავა. მაშ რატომ ატყდა მთელი ეს აურზაური?

წინაისტორია

2011 წლის 23 მაისს ვანუატუს პრემიერ – მინისტრის ოფისმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ვანუატუმ ოფიციალურად აღაირა აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და მასთან დიპლმატიური ურთიერთობები დაამყარა. ამ აღიარების თანახმად, აფხაზეთსა და ვანუატუს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარება საერთაშორისო მედიამ გააშუქა, რადგან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიერაბულია მხოლოდ ოთხი ქვეყნის მიერ. ესენია რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. (კერძოდ, რუსეთის ფედერაციამ და ნიკარაგუამ აფხაზეთი 2008 წელს აღიარეს ოფიციალურად, ვენესუელამ – 2009 წლის სექტემბერში, ხოლო ნაურუმ აფხაზეთი რუსეთისაგან მიღებული 50 მლნ დოლარის როგორც ჰუმანიტარული დახმარების მიღების სანაცვლოდ აღიარა 2009 წლის დეკემბერში.)
The Government of the Republic of Abkhazia and the Republic of Vanuatu being desirous to contribute to mutual understanding and strengthening friendship and cooperation between two nations, pursuing the principles and purposes of the Charter of the United Nations, international law and treaties, inter alia cencering the sovereign equality of States, the mantenance of international peace and security, national sovereignty, independence, territorial integrity and principles of non-interference in another countries' internal affairs, basing on the principles of Vienna Convention on Diplomatic Relations of April 18, 1961 decided to establish relations at the level of Ambassadors from the signing of this joint statement. IN WITNESS THEREOF the undersigned being duly authorized thereto by their respective Governments, have signed the present Joint Statement in two copies, of which the Abkhazia and English texts are equally authentic and have equal force.

იმავე დღეს, ნაგრიამელისა და ჯონ ფრამის სახალხო მოძრაობების პრეზიდენტმა ქალბატონმა მოლ საკენ (ტაი ტამ) გოისეტმა, პრესას განუცხადა, რომ რომ მისი მოძრაობაც აღიარებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ქალბატონმა გოისეტმა განაცხადა: „ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი ხალხის კულტურული და მეგობრული ურთიერთობების დასაწყისია. ჩემს ხალხს სურვილი აქვს შეიტყოს უფრო მეტი აფხაზური კულტურის შესახებ, განსაკუთრებით კი აფხაზი ხალხის ტრადიციებისა და წეს–ჩვეულებების შესახებ. ჩვენი მზად ვართ პატივი ვცეთ და ვაღიაროთ ადათ–წესები, ხალხთა შორის მშვიდობა და მათი უფლება მიწის საკუთრებაზე. ნაგრიამელი პირველი მოძრაობა იყო 1972–1973 წლებში, რომელიც გაერომ აღიარა; ის წარმოადგენდა ნი–ვანუატუს ხალხის ინტერესებს ახალ ჰებრიდებზე, ნაგრიამელის ლიდერები იყვნენ ვანუატუს კონსტიტუციის დამაარსებლები და ხელმომწერები.“

ისტორიის კარგად მცოდნე ადამიანები ვანუატუში შეამჩნევდნენ ისტორიულ ცდომილებებს გოისეტის განცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ ნაგრიამელმა მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, მისი პრეზიდენტი არ იყო კონსტიტუციის ხელმომწერი და მოძრაობა არ უღიარებია გაეროს როგორც წეს–ჩვეულებითი მოძრაობა, რადგან ეს უკანასკნელი იმ დროს არ არსებობდა. გარდა ამისა, ზოგ ადამიანს ალბათ სჯერა, რომ ნაგრიამელის მოძრაობა წამყვანი ძალა იყო სანტოს ამბოხების დროს, სინამდვილეში კი ის წინააღმდეგობას უწევდა ვანუატუს ახალი დამოუკიდებელი ერის შექმნას.

2011 წლის 31 მაისს პრემიერ მინისტრის აპარატმა გაავრცელა განცხადება:

ვანუატუს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის აპარატი
31 მაისი, 2011 წელი
ჩვენ, ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობა და ხალხი, ძლიერ დამწუხრებულნი ვართ აფხაზეთის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის უეცარი გარდაცვალების გამო. გვინდა აფხაზი ხალხის მიმართ გამოვთქვათ ჩვენი უაღრესად გულწრფელი მწუხარება.

ვანუატუს რესპუბლიკის ხალხი და მთავრობის წარმომადგენლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ გარდაცვლილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მისამართით; ბატონი ბაღაფში იყო ჭეშმარიტი ლიდერი, რომელიც შესაძლებლობებსა და დამოუკიდებლობას ხალხის ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა.

ჩვენ გვსურს დავარწმუნოთ აფხაზეთის მთავრობა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა სამომავლოდაც გაგრძელდება, ჩვენი ხალხის ინტერესების თანახმად.

ღრმა პატივისცემითა და გულწრფელი მწუხარებით.

პატივცემული მელტეკ სატო კილმან ლივტუვანუ,
ვანუატუს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი

ეს იყო პირველი ოფიციალური ნიშანი, რომ ვანუატუ დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს აფხაზეთთან.

ივნისის დასაწყისში, გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ ვანუატუს ელჩმა გაეროში, დონალდ კალპოკასმა, განაცხადა, რომ ვანუატუ აღიარებს მხოლოდ საქართველოს და არა აფხაზეთს. გაზეთში ასევე ციტირებდნენ კალპოკასს სადაც ის „მე ვკითხე დედაქალაქს ამ ფაქტის სისწორის შესახებ და მათ ეს კატეგორიულად უარყვეს,“ […]. “ჩვენ არ ვიცით ვინ არის პასუხისმგებელი.... ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და არა აფხაზეთთან. ეს ცილისწამებაა ჩვენი ქვეყნის მისამართით და ამავდროულად უპატივცემულობაც.” (New York Times, 9th June 2011)

ამ ყველაფერმა ვანუატუ უკიდურესად უხერხულ პოზიციაში ჩააყენა. ალფრედ კარლოტი, საგარეო ურთიერთობათა მინისტრი იძულებული გახდა საჯარო განცხადებით ხელახლა დაედასტურებინა აფხაზეთის აღიარება. 2011 წლის 7 ივნისს რადიო ახლმა ზელანდიამ გაავრცელა ჯონ სინგჰის, პრემიერ მინისტრ სატო კილმანის აპარატის თანამშრომელის შემდეგი განცხადება: „ტექნიკური თვალსაზრისით ვანუატუ აფხაზეთის შემოთავაზებას დასთანხმდა და ამის მიზეზებს მალე გამოვაცხადებთ.“

რადიო ახალი ზელანდიის ინტერნეიშნალიც მთავრობის შიგნით დაბნეულობაზე საუბრობდა: „შინაგან საქმეთა მინისტრი ჯორჯ უელსი აცხადებს, რომ ორი თვის წინ როდესაც ის ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, აფხაზეთმა მას ვანიატუს აღიარების თხოვნით მიმართა. მაღალი თანამდებობის პირებთან კონსულტაციების შემდეგ ჯორჯ უელსმა უარი განუცხადო აფხაზეთის მთავრობას." (RNZI, Posted at 22:54 on 07 June, 2011 UTC online)

10 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალფრედ კარლოტმა ბოდიში მოიხადა „საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროში ვანუატუს ელჩს შორის მისკომუნიკაციის გამო.“

15 ივნისს, აფხაზეთი კვლავაც დეილი პოსტის გარეკანზე აღმოჩნდა. ამჯერად სტატიაში პრემიერ მინისტრ კილმანის პოლიტიკური მრჩეველი ჯონ სინგჰი აცხადებდა, რომ ვანუატუს ჯერ არ დაუმყარებია რაიმე სახის დიპლომატიური ურთიერთობა და რომ ეს მხოლოდ განზრახვის დონეზე იყო. ეს განცხადება სრულიად საპირისპირო იყო 2011 წლის 23 მაისს ორი პრემიერ მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტისა.

17 ივნისს, ვანუატუს უზენაესმა სასამართლომ გაჭიანურებული კონსტიტუციური–სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ ედვარდ ნატაპეისა და კილმანს შორის, ნატაპეი აღიარა როგორც მოქმედი პრემიერ მინისტრი. პრემიერი კილმანი თანამდებობიდან გადადგა.

მომდევნო დღეს, ედვარდ ნატაპეიმ, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აფხაზეთის აღიარების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა, ძირითადად იმ მიზეზით, რომ გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებდა აფხაზეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და ვანუატუს ელჩს გაეროში საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების ინსტრუქცია მისცა.

რამდენიმე დღის შემდეგ, იუსტიციის ცენტრმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფმა, წერილობით მიმართა ვანუატუს რესპუბლიკის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შეეცვალათ პოზიცია, არ ეღიარებინათ მთავრობა, რომელიც ბრალდებულია ეთნიკურ წმენდაში და ეხელმძღვანელათ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპით.

10 დღის შემდეგ, კიდევ ერთი კონსტიტუციური საქმის დახურვის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ სერჯ ვოჰორის არჩევენები სცნო არაკონსტიტუციურად რის შედეგადაც პრემიერ მინისტრმა სატო კილმანმა და საგარეო ურთიერთობათა მინისტრი ალფრედ კარლოტმა საკუთარი თანამდებობები უკან დაიბრუნეს.

ივლისის დასაწყისში, ვანუატუს მთავრობამ განაცხადა, რომ ვანუატუს ელჩი გაეროში, დონალდ კალპოკასი, გამოხმობილი იქნებოდა ნიუ ორკიდან. ეს არ იყო გასაკვირი და როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებისა რეალური მიზეზი იყო აფხაზეთთან მიმართებაში განცდილი საერთაშორისო ფიასკო.

ვანუატუ თაიმსის 8–14 ივლისის ნომერმა ორი გვერდი მიუძღვნა ამ თემას და აგრეთვე ინტერვიუს საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ნათქვამი იყო, „...მე ბოლომდე დავიცავ მთავრობის პოზიციას იმის შესახებ, რომ მხარში დაუდგეს აფხაზეთს.” (The Vanuatu Times, Issue No.90, 8-14.07.2011, page 2 )

იგივე ნომერში, ვანუატუ თაიმსი წერდა რომ საგარეო საქმეთა დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა შესაბამისი პროცედურა და შეფასება, რაც ჩვეულებრივ სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს ასეთ შემთხვევებში. იმავე კვირას, მთავრობამ საგარეო საქმეთა დეპარტამენტს მოსთხოვა აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ფორმალიზაცია და დასაქმების ცნობის გაცემა ვანუატუს სრულუფლებიანი ელჩისათვის რუსეთში.

საბოლოოდ, 26 ივლისს, ნაგრიამელის პრეზიდენტმა განაცხადა რომ „სურვილი აქვს საჯარო გახადოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიტამ გოისეტს არ გააჩნია ლეგალური მანდატი წარმოადგენდეს ნაგრიამელის მოძრაობას ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებსა თუ ურთიერთობებში ამჟამინდელ მთავრობასთან იმის თაობაზე, რომ დანიშნულ იქნას ნებიემიერი საგარეო მისიით რუსეთში ან აფხაზეთში” (Vanuatu Daily Post, No 3303, Tuesday 26th July 2011, frontpage and page 4.)

ნაგრიამელის განცხადებაში აგრეთვე ნათქვემი იყო, რომ „ნებისმიერი სახის დანიშვნა როგორც ასეთი, გამოკვეთილად იქნებოდა ქალბატონი გოისეტის პერსონალური ინტერესისა და შესაძლებლობის საგანი.”

რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ მოვლენების ერთი შეხედვით უცნაური ჯაჭვიდან და როგორია აფხაზეთის სტატუსი სინამდვილეში?

პირადი კონფლიქტები და ინტერესები შესაძლოა მთავარ როლს ასრულებდნენ და აწესებდნენ ნებისმიერ წესებს, რეგულაციებსა თუ პროცედურებს ადგილზე და ამასთან უხერხულ სიტუაციაში აყენებდნენ ჩვენს პატარა ქვეყანას, როდესაც საქმე საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიას ეხება.

ალფრედ კარლოტი ვანუატუს ყოფილი ელჩია გაეროში. ის მას შემდეგ გამოიხმეს უკან, რაც ვანუა აკუს(Vanua’aku) პარტიამ ჩაიბარა მთავრობა. ამ პოლიტიკური პარტიის წევრია დონალდ კალპოკასი, რომელსაც გარკვეული პარიოდის განმავლობაში პრემიერ მინისტრის პოსტი ეჭირა. მინისტრობის პერიოდში ალფრედ კარლოტის მიერ დონალდ კალპოკასის გამოხმობის ფაქტმა, რომელსაც თან ახლდა მედიასთან მისი პიროვნებისათვის ზედმეტად ცუდად დახასიათება, როგორც ჩანს გარკვეული ფორმით მცირე შურისძიება გამოიწვია? თუ საქმე ამაშია, მაშინ ეს ყველაფერი საკმაოდ შემაშფოთებელია, რადგან მთელი ეს დრამა საერთაშორისო არენაზე თამაშდება და არა კულისებს მიღმა.

ქალბატონი გოისეტი ირწმუნება, რომ იგი ნაგრიამელის მოძრაობის სახელით საუბრობს, მაგრამ მისი მტკიცება ნაგრიამელის პრეზიდენტმა უარყო როდესაც განაცხადა, რომ გოისეტის როლის მნიშვნელობა ამ ყველაფერში მის პერსონალურ პასუხისმგებლობის სფეროს საკმარისზე მეტად სცდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გარედან შეიძლება ჩანდეს, როგორც პოლიტიკისა და პირადი ამბიციების უწყინარი თამაში, ამან ზოგადად ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებზე და უფრო ზუსტად ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე ნეგატიური ეფექტი მოახდინა. ამავდროულად, ვანუატუს ამ ქმედებების გამო უფრო მეტი პატივისცემა არ დაუმსახურებია საერთაშორისო არენაზე.

უფრო გლობალურად თუ მივუდგებით, ვანუატუს მთავრობამ როგორც ჩანს ერთმანეთში აურია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და სეპარატისტული მოძრაობა იმდენად რამდენადაც, წარსულში ვანუატუ მყარად იდგა ახალი–კალედონიისა და დასავლეთ პაპუას დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მოძრაობების მხარდამჭერ პოზიციაზე, რასაც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ახორციელებდა და იზიარებდა იმ მოძრაობის ბედსა და რეალობას, რასაც ხშირად უწოდებენ მელანეზიის საძმოს. ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის მოძრაობა მაგალითისათვის, სათანადოდაა აღწერილ–დახასიათებული გაეროს დეკოლონიზაციის კომიტეტის მიერ.

აფხაზეთის შემთხვევას და ვანუატუს ახლანდელი მთავრობის მიერ მის დიპლომატიურ აღიარებას საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს ზემოთ აღწერილ მოძრაობებთან.

აფხაზეთი საქართველოს კონფლიქტური რეგიონია, რომელიც წარმოიქმნა 1990–იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 1990–იანი წლების შემდეგ რუსეთის ფედერაცია ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გავლენა ამ რეგიონზე და ხელს უწყობს სეპარატიზმს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ საკუთარი დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთს გამოეყო. 1992 წლის 21 თებერვალს საქართველოს მმართველმა სამხედრო საბჭომ ანულირებულად სცნო საბჭოთა პერიოდის კონსტიტუციას და აღადგინა 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მღებული კონსტიტუცია, როგორც უზენაესი საკანონმდებლო აქტი. აფხაზეთში ბევრმა ეს ფაქტი მათი ავტონომიური სტატუსის გაუქმებად აღიქვა, მიუხედავად იმისა რომ 1921 წლის კონსტიტუცია შეიცავდა მუხლს რეგიონის ავტონომიად აღიარების შესახებ. 1992 წლის 23 ივლისს აფხაზურმა ფრაქციამ გამოაცხადა საქართველოსგან დამოუკიდებლობა, თუმცა ამ გამოყოფას ეთნიკურად ქართველმა დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და ამავდროულად, აღნიშნული ქმედება არ უღიარებია არცერთ სხვა ქვეყანას.

აფხაზეთის მმართველობამ ეთნიკურად ქართველი მთავრობის წევრების მთავრობიდან გაძევება დაიწყო , რასაც თან ახლდა ძალადობაც. ამ ყველაფერს მოყვა ომი საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რომელიც აფხაზეთის გამარჯვებით დასრულდა 1993 წელს. ამ ომის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ადამიანის უფლებათა შელახვის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, კერძოდ აფხაზეთის შემთხვევაში, აფხაზეთის ტერიტორიიდან 200 000 – 240 000 ეთნიკური ქართველი იქნა გამოსახლებული.

2008 წელს, ომი განახლდა და კონფლიქტმა უკიდეურეს ესკალაციას მიაღწია რუსეთსა(რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთს) და საქართველოს შორის. შედეგად აფხაზეთ–რუსეთის ტანდემმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა 2008 წლის აგვისტოში. ამის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია მოახდინა, რასაც იმით ხსნის, რომ იგი ამ სიტუაციაში ვალდებულია შეინარჩუნოს მშვიდობა აფხაზეთში. ამ სიტუაციაში ასკარაა, რომ რუსეთი ძირითადი პოლიტიკური და სამხედრო მოთამაშეა და რომ არსებული პოლიტიკის პირობებში აფხაზეთს არცევანი გარდა რუსეთის მოკავშირედ ყოფნისა არც გააჩნია.

აფხაზეთის სიტუაცია რთული და სენსიტიურია და ისმის კითხვა რატომ გადაწყვიტა ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება? აფხაზეთი ხომ მსოფლიოში სულ რემდენიე ქვეყანამ აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

დიპლომატიური შეცდომების პრეცენდენტი ვანუატუს წარსულში უკვე ჰქონდა, როდესაც მან 2004 წელს ჯერ ტაივანი აღიარა, ხოლო ერთი თვის შემდეგ ჩინეთი. ამ ამბის გამო იმდროინდელ პრემიერ მინისტრს სერჯი ვოჰორს თანამდებობა დაატოვებინეს. ისიც მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრს სერგე ვოჰორს აპარატმა იძულებული გახადა სიტუაცია გამოესწორებინა. უკანასკნელმა ანგარიშმა, რომელიც წარდგენილ იქნა გენერალური აუდიტორის მიერ პეკინის საელჩოში, ვანუატუს კიდევ უფრო მეტი საეჭვო რეპუტაცია და საზრუნავი შესძინა.

თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მიერ აფხაზეთის მხარდაჭერას, გასაკვირიც არ არის, რომ ეს ქვეყანა ყველანაირად უწყობს ხელს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს ვანუატუსა და აფხაზეთს შორის.

ქვეყნის დიპლომატებმა თუ ელჩებმა დადებითი წარმოდგენა უნდა შეუქმნან სხვებს საკუთარი ქვეყნის შესახებ. მათ არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური პრობლემები, რამაც კორუფციისკენ შეიძლება უბიძგოთ. იდეალურ შემთხვევაში, მათ უნდა გააჩნდეთ საჯარო სამსახურში, პოლიტიკაში ან დიპლომატიური კუთხით მუშაობის გამცდილება. თუ გავაგრძელებთ ვიწრო ინტერესებისა და პოლიტიკური ლოიალობის ერთ განზომილებიანი მიმართულების საფუძველზე დიპლომატიური წარმომადგენლების დასახელებასა და დანიშვნას, მივალთ მიზანშეწონილ თვით–ინტერესებზე დაფუძნებულ ქმედებებამდე, რომლებსაც ისინი ჩაიდენენ.

ერთია გულუბრყვილო იყო მსოფლიოს პოლიტიკურ მოვლენებთან მიმართებაში, მაგრამ ადგილობრივ დონეზე, თუკი არსებობს რაიმე დარღვევა ლიდერობის კოდექსთან მიმართებაში, ან რაიმე სახის უარყოფითი გავლენის დამადასტურებელი ფაქტი, ან ნებიმიერი სხვა ფორმა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა, ეს უნდა იქნას გამოძიებული.

თუმცა ამავდროულად, სანამ ვანუატუ მიიღებს რეალურ ზომებს დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად ნებისმიერ ქვეყანასთან, უნდა დაინერგოს ღია და გამჭვირვალე პროცესი, სადაც კვალიფიცირებულ და ინფორმირებული ადამიანების სეეძლებათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა. საბოლოო ჯამში ეს თავიდან აგვაცილებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას როგორიც აღმოჩნდა ბოლო ფიასკო აფხაზეთთან მიმართებაში, რომელმაც პროცესში ჩართული ყველა მხარისა თუ პირის რეპუტაცია შელახა.

print