„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 13 წლისაა
დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 13 წლის გახდა. 2000 წელს ახლადშექმნილ ორგანიზაციას სულ 10-მდე თანამშრომელი ჰყავდა. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ინსტიტუტების მონიტორინგი არც თუ ადვილი საქმე იყო. თანამშრომლების მცირე რაოდენობით მაინც ვახერხებდით ჩვენი შეფასებები, რეკომენდაციები სახელისუფლებო წრეებისთვის თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიგვეწოდებინა. 13 წელიწადში ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. ოფისი გვაქვს საქართველოს პარლამენტში, ასევე რეგიონებში: ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. რეგიონული ოფისების საშუალებით უკვე შესაძლებლობა გვაქვს დედაქალაქს მიღმაც ვემსახუროთ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას ქვეყანაში.
მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს პარტნიორს, დონორს, მოხალისეს და კორუფციით დაზარალებულ მოქალაქეს თანამშრომლობისათვის. მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით შეგვიძლია ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოვახდინოთ: გავზარდოთ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკის შემუშავებაში, რაც საბოლოო ჯამში კორუფციის დონეს კიდევ უფრო შეამცირებს.
პატივისცემით,
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გუნდი