ზამთარი 2011-2012 - "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" სამუშაო ბარათი
2012 წლის ზამთარი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ მესამე სამუშაო ბარათს საქართველოსთან დაკავშირებით. იგი შეიცავს განახლებულ ინფორმაციას წინა სამუშაო ბარათში აღნიშნული თემების ირგვლივ, ასევე მოკლე შეფასებას იმ საკვანძო მიმართულებებისა, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის.
სამუშაო ბარათი ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება და მასში განხილული იქნება მოცემულ მონაკვეთში საკვანძო მნიშვნელობის საკითხები. მიმდინარე პერიოდისათვის ასეთ თემებად მიჩნეულია პარტნიორობა ღია მმართველობისათვის, ქართულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვილებები ფინანსური რეგულირების კუთხით და პარტიათა დაფინანსების საკითხები.
შეფასებებს მოსდევს კონკრეტული რეკომენდაციები ვითარების გასაუმჯობესებლად. ისინი, რასაკვირველია, არ შეიძლება ჩაითვალოს ამომწურავად. რეკომენდაციები ხაზს უსვამს იმ საკითხებს, რომლებიც შემდგომ ყურადღებას საჭიროებს.
ჩვენს მიერ წარმოებული ყველა კვლევა და ანალიზი, ასევე ბლოგები მიმდინარე განვითარებებზე ელექტრონულად ხელმისაწვდომია ვებ-საიტზე: http://transparency.ge