ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ტენდერს საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ტენდერს საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების შესახებ

07 ოქტომბერი, 2013

ზოგადი აღწერილობა:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანასებული პროექტის „მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის“ ფარგლებში ახორციელებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებას. ამ მიზნით ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს სამგზავრო ავტო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებისთვის 2013 წლის 26 ოქტომბერიდან - 28 ოქტომბერის ჩათვლით.

სატენდერო მოთხოვნები:

  1. ტენდერი ცხადდება შემდეგი  ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების მოთხოვნით: 20 მიკრო ავტობუსი, 7 მსუბუქი ავტომობილი (სედანი), 5 მინივენი, 1 მაღალი გამავლობის მანქანა (ე.წ. ჯიპი).
  2. მიკროავტობუსის ტევადობა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 16 ადამიანს;
  3. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი არ უნდა იყოს 1997 წელზე ადრინდელი.
  4. ავტოსატრანსპორტო საშუალებები სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ დადგენილ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნომრებს
  5. ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს მგზავრების გადაყვანის სფეროში საქმიანობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტები

  1.  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  2.  რეკვიზიტები (საკონტაქტო და საბანკო ინფორმაცია);
  3.  ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ:
  4.  მარკა-მოდელი;
  5.  სახელმწიფო ნომერი;
  6.  წლოვანება;
  7.  ტევადობა;
  8.  საკუთრების ფორმა.
  9.  მომსახურების საფასური (1-კმ ს სავარაუდო ღირებულება).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სატენდერო წინადადებები შემდეგ მისამარათზე eka@transparency.ge

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2013 წლის 15 ოქტომბერი

print