არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში პრეზენტაცია გამართეს
22 ნოემბერი, 2012
20 ნოემბერს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა. ორგანიზაციებმა საკუთარი ხედვა წარუდგინეს პარლამენტარებს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობის და გასატარებელი რეფორმების შესახებ. შეხვედრების თემები იყო საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულების სისტემა. სურათები შეხვედრებიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ.