„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს
ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეამცირებს ამგვარ ძალისხმევას - შექმნის ილუზიას რომ საქართველო ან შეეგუა ოკუპაციის ფაქტს და ნაკლებად აქტუალურად მიაჩნია ის, ან ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ამყარებს იმედებს, - შეასუსტებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობას და მაშასადამე გავლენას რუსეთზე, რაც დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.
მცდელობები და მოწოდებები შეიქმნას ან გააქტიურდეს სხვადასხვა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატები რუსეთთან, რომლებიც დააკნინებენ ჟენევის ფორმატს და აქვთ ბუნდოვანი მანდატი, საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. ასეთი ტიპის ძალისხმევა მხოლოდ ართულებს საქართველოს მდგომარეობას, ქმნის არსებული ვითარების მცდარ აღქმას ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
-
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიმუშაოს დეოკუპაციის მკაფიო და მიზანმიმართული სტრატეგია;
-
არ დაუშვას ჟენევის ფორმატის დაკნინება;
-
პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების შემთხვევაში, მოახდინოს მისი დახვეწა, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას;
-
მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და ინფორმაციული საშუალება და საერთაშორისო ტრიბუნა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისათვის.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - Institute for Development of Freedom of Information
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
- მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
- საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
- მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
- საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
- საზოგადოება და ბანკები - Society and Banks
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
- სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
- ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
- ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi
- კავშირი საფარი - Union Sapari