„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და უფლებამოსილების შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და უფლებამოსილების შესახებ

16 დეკემბერი, 2013

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილიადგილობრივი თვითმმართველობისკოდექსის პროექტით შემოთავაზებულია ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცაა გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევა, რაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მოთხოვნას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპრექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს

კერძოდ, საუბარია კოდექსის პროექტის 48- მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი წესით არჩეული გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურასსაკითხის ინიცირების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20 პროცენტს. ეს ნორმა ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპსამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება ეძლევა საკრებულოს, რის განსახორციელებლადაც საკმარისი იქნება საკრებულოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, მაქსიმუმ 15-20 წევრი. ამასთან, პროექტით განსაზღვრული არ არის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაში შეუძლია საკრებულოს დაიწყოს უნდობლობის პროცედურა, რაც შესაძლებლობას მისცემს საკრებულოს გამოიყენოს უნდობლობის პროცედურა იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობასა და გამგებელს/მერს შორის არსებობს პარტიული ან სხვა სახის დაპირისპირება

გარდა იმისა, რომ მოცემული წესით გამგებლის/მერის გადაყენება წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანთან და მათ მიერ გამოხატულ ნებასთან, ნორმამ შესაძლებელია პოლიტიკურად არასტაბილური გარემო შექმნას. პროექტის 48- მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკრებულოს შესაძლებლობა ეძლევა გამგებლის/მერის უფლებამოსილების ერთი ვადის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელოს უნდობლობის პროცედურა. აღნიშნული კი გამოიწვევს იმას, რომ გამგებელი/მერი მისი საქმიანობის განხორციელებისას უფრო მეტად იქნება დამოკიდებული საკრებულოს და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების კეთილგანწყობილებაზე, რათა ამ უკანასკნელმა ინიცირება არ გაუკეთოს მის წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს გამგებლის/მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოთა ფორმირებაში, არჩეული თანამდებობის პირის/ორგანოს სტაბილურობა და დამოუკიდებლობა. საკრებულოსთვის მსგავსი უფლების მინიჭების შედეგად მივიღებთ იმავე რეალობას, რაც დღეს მოქმედი კოდექსით არის დადგენილი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი საკრებულოს თანხმობით, რის სამწუხარო მაგალითებიც მრავლად ვნახეთ 2013 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ასეთი დათქმა ამცირებს ამ თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის არსს და მნიშვნელობას.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს არ ერთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტივთვლით, რომ სწორედ სამართლიანი საარჩევნო სისტემა წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელების წინაპირობას და მასზე მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ ძირითად მოთხოვნებს, როგორიცაა: ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვა მანდატებში; ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობის შემცირება; ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, მცირე პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატების წარმომადგენლობა; არჩევნებისადმი ნდობის გაზრდა და ძლიერ კანდიდატებზე ორიენტირება.

გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და კონსესუსის გზით, რაც დიდ დროს და შრომას მოითხოვს. შესაბამისად, სასურველია, უმოკლეს ვადებში დაიწყოს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართული თვითმმართველობის რეფორმის პროცესში და ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს წარუდგენს საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტს