განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (11:00 - 14:00) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (11:00 - 14:00)

01 ოქტომბერი, 2012

განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (11:00 - 14:00)


ჩვენმა დამკვირვებლებმა 11 საათიდან 14 საათამდე შემდეგი სერიოზული დარღვევები გამოავლინეს:


  1. ბათუმის ოლქის მე-17 უბანზე უკვე ოთხმა ადამიანმა ვერ მისცა ხმა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველთა სიებში მათ გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი;

  2. მარტვილის ოლქის მე-3 უბანში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები;

  3. დუშეთის ოლქის 25-ე უბანზე არ ჰქონდათ სამაგიდო სიები და რეგისტრატორები კედლის სიებს  იყენებდნენ;

  4. გარდაბნის ოლქის 27-ე უბანზე რამდენიმე ამომრჩეველმა იკითხა ვისთვის მიეცათ ხმა, რის საპასუხოდაც რეგისტრატორებმა უთხრეს, რომ 5-იანი შემოეხაზათ;

  5. სიღნაღის ოლქის 28-ე და 29-ე უბნებზე საოლქო კომისიის წევრმა ვანო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს გადაღების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ აღნიშნულ უბნებზე მივიდნენ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები და მისცეს ხმა;

  6. ჭიათურის ოლქის 57-ე უბანზე 32-ე უბნის ბეჭედი იყო მიტანილი და ელოდებიან მის გამოცვლას;

  7. ქობულეთის ოლქის 47-ე უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი არ მუშაობდა, რის გამოც 70-მა ამომრჩეველმა შემოწმების გარეშე მისცა ხმა, ამ ეტაპზე ჩვენმა მობილურმა ჯგუფმა აღმოფხვრა პრობლემა და გამოაცვლევინა აპარატი;

  8. სამტრედიის ოლქის 32-ე უბანზე ხმა მისცა 52-მა ამომრჩეველმა, ხოლო სიაში ხელი მოწერილი აქვს 51-ს, კომისიის შესაბამის წევრს მოეთხოვა ახსნა-განმარტების დაწერა და საჩივარი დაიწერა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.


„საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლებმა ამ დრომდე უკვე 22 საჩივარი დაწერეს.