ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა მემორანდუმი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა მემორანდუმი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის შესახებ

08 თებერვალი, 2010

ვაცნობიერებთ, რა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულად წარმართვისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, საქართველოში მოქმედი, ქვემოთ ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვაცხადებთ მაქსიმალურ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ არჩევნების თავისუფალ, კონკურენტულ, სამართლებრივ და სტაბილურ გარემოში ჩატარებას. ამ მიზნის მისაღწევად:

  1. აქტიურად ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების დღის შემდეგ, რათა ვიმოქმედოთ კოორდინირებულად და უზრუნველვყოთ მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა, შეჯერება და გავრცელება.
  2. აქტიურად ვითანამშრომლებთ უცხოურ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რათა მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საქართველოს საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზებისა და რისკების და ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.
  3. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას დარღვევების დაფიქსირების და მათზე რეაგირების და ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოების სრულყოფილად და ობიექტურად ინფორმირების მიზნით.
  4. კონსტრუქციულ ურთიერთობას დავამყარებთ საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო სუბიექტებთან და საარჩევნო პროცესებში ჩართულ სხვა მხარეებთან და ვიმოქმედებთ მიუკერძოებლად.

ხელისმომწერები:

  1. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” - თამარ ხიდაშელი
  2. „სამართალი და თავისუფლება” - ირაკლი სესიაშვილი
  3. „სამართლის უზენაესობის სამართლებრივი ტრიბუნალი” - ნინო გვენეტაძე
  4. „კანონი ხალხისთვის” - ზაქარია ქუცნაშვილი
  5. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” -ეკა სირაძე
  6. „მრავალეროვანი საქართველო” - არნოლდ სტეფანიანი
  7. „ადამიანის უფლებათა ცენტრი” - უჩა ნანუაშვილი
  8. „„კონსტიტუციის 42-ე მუხლი” - მანანა კობახიძე
  9. „სამოქალაქო ფორუმი” - ჯონი კვინიკაძე
  10. „საზოგადოებრივი დამცველი” - ირინა ფუტკარაძე
  11. „სახალხო დიპლომატიის კავკასიური ცენტრი” -არინა თავაქარაშვილი
  12. „საქართველოს პატიმართა თანამეგობრობა” -=ლალი აფციაური
  13. „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია” - კახაბერ სოფრომაძე
  14. „ქალები საუნივერსიტეტო განათლებით” - თამარ კიკნაძე
  15. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” - თამარ ქაროსანიძე
  16. „მედია მონიტორინგის ცენტრი” – თეონა აქუბარდია
  17. „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” - ია მამალაძე
  18. „მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი” - მანანა მებუკე
  19. „ჯანმრთელი სამყარო” - ზურაბ ფუტკარაძე
  20. „სამართლიანი სახელმწიფო” - ნიკოლოზ გვენეტაძე
  21. „დემოკრატიული ინსტიტუტი” - გიორგი თოფურია
  22. „საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირები” - ნათია კორკოტაძე
  23. საზოგადოებრივი კავშირი „თემი” - ზაალ მამალაძე, დავით ჩხიკვაძე
  24. „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი” - ალექსი შოშიკელაშვილი
  25. „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი” - თენგიზ ფხალაძე
print
elections