კონკურსი: კორუფციასთან დაკავშირებული ისტორია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კონკურსი: კორუფციასთან დაკავშირებული ისტორია

30 ნოემბერი, 2012

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იწყებს კორუფციასთან დაკავშირებული ისტორიების შეგროვებას.

გვსურს შემოგთავაზოთ ჩვენი პლატფორმა, რათა ფართო საზოგადოებას გაუზიაროთ, თუ როგორი გავლენა იქონია კორუფციამ ან კორუფციასთან ბრძოლამ თქვენს ცხოვრებაზე და რა იდეები გაქვთ საქართველოში ამ პრობლემის გადასაჭრელად. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც აქვს საინტერესო პირადი გამოცდილება კორუფციასთან დაკავშირებით, ჩაწეროს და გამოგვიგზავნოს მოკლე ვიდეო. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა საბჭოთა პერიოდის ისტორიები.

რა გვჭირდება თქვენგან:

  • გამოგვიგზავნეთ 2-3 წუთიანი ვიდეოები, სადაც მოთხრობილი იქნება თქვენი პირადი გამოცდილების შესახებ. მთხრობელი თავის მშობლიურ ენაზე უნდა საუბროდეს. ვიდეოს ხარისხი არ არის მნიშვნელოვანი.
  • შეგიძლიათ ჩაწეროთ მეგობრები, ნაცნობები, მშობლები ან ასაკოვანი ადამიანები, ვისაც გადახდომია რაიმე საინტერესო შემთხვევა.
  • თუ გაქვთ ისტორია, მაგრამ არ გაქვთ აპარატურა, შეგვატყობინეთ და ჩვენი საკუთარი ვიდეოკამერით მოვაწყობთ ინტერვიუს.

დაგვეკონტაქტეთ შემდეგი გზებით:

პირობები:

  • ვიდეოს ან ტექსტის ჩვენთან გამოგზავნით თქვენ უფლებას აძლევთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაარედაქტიროს (შეარჩიოს ზოგიერთი ციტატა და დაადოს სუბტიტრები) და გამოაქვეყნოს თქვენი მასალა.
  • შეგროვებული ვიდეოებით დამზადდება ფილმი, რომელიც ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციებსა და ღონისძიებებზე იქნება ნაჩვენები.
  • საუკეთესო ისტორიის ავტორი დაჯილდოვდება.

იჩქარეთ: ვიდეოების ჩაწერის ბოლო ვადაა 613 დეკემბერი.