კონფერენცია „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კონფერენცია „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“

18 თებერვალი, 2013

დღეს, 18 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს კონფერენცია: „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“.

კონფერენციაზე ორგანიზაციებმა განიხილეს და შეაფასეს ახალი სამთავრობო გუნდის მიერ ინიცირებული რეფორმები და წარადგინეს საკუთარი რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრნენ ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები: საქართველოს პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრები, მთავარი პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ასევე დიპლომატიური კორპუსიც. 

ძირითადი მომხსენებლების პრეზენტაციების მოკლე აღწერილობებისათვის, იხილეთ ქვემოთ მოცემული ბროშურა და პრეზენტაცია.

print
Teaser image: