„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მონაწილეობს
2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური სამიტზე რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1500-მდე დელეგატი შეიკრიბა, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტს პარლამენტის წევრი და ღია მმართველობის პარტნიორობის საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი, თამარ კორძაია წარმოადგენს. ღიაობის გლობალური ფორუმის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ინტერფრაქციული ჯგუფის სარედაქციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ხოლო საქართველოს მთავრობას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ სამიტს გიორგი ონიანი და გიორგი თოფურია ესწრებიან.
მექსიკის გლობალური სამიტის ოფიციალურად გახსნას წინ უძღოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს“ გამარჯვებული ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია. სამი ნახევარფინალისტიდან (საქართველო, კოსტა რიკა და სიერა ლეონე) გამარჯვებული ქვეყანა ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის შედეგად გამოვლინდა და 27 ოქტომბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს“ (OGP Government Champions Award) გამარჯვებულად OGP-ის წევრ 65 ქვეყანას შორის საქართველო დასახელდა.
ღია მმართველობის პარტნიორობამ ჩემპიოთა ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი 19 სექტემბერს გამოაცხადა. კონკურსი მიზანად ისახავდა წარმოეჩინა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თანამშრომლობის იდეალური შემთხვევა. კერძოდ, დაეჯილდოებინა გუნდი, რომელმაც მიუხედავად განსახორციელებელი საკითხების სირთულისა წარმატებით შეძლო სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივების და რეკომენდაციების სამოქმედო გეგმაში შეტანა და პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების თანაბრად გადანაწილება.
2015 წლის 17 ივლისს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016“, რომელიც საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.“
ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ასახულ იქნა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში“, რომლის განსახორციელებლად 2015-2016 წლების პერიოდია გათვალისწინებული და 18 ვალდებულებისგან შედგება. სამოქმედო გეგმა შესაბამისობაშია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების და ტექნოლოგიებისა და ინოვაციის პრინციპებთან.
![print print](https://transparency.ge/modules/print-7.x-2.4/print/icons/print_icon.png)