საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი სამოქალაქო აქცია „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!” - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი სამოქალაქო აქცია „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!”

25 მარტი, 2014

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა 13 აპრილს 18.00 საათზე, ევროპის მოედანზე, აწყობს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ სამოქალაქო აქციას „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!”

ყველას, ვინც იზიარებთ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გსურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, გელოდებით 13 აპრილს ევროპის მოედანზე! ეს არის ის საკითხი, რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო!

საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში ევროპული იდეის გარშემო გაწევრიანებულია ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ვირჩევთ ევროპას, შემოგვიერთდით!