სამირ ალიბაევის გარდაცვალება
22 თებერვალი, 2011
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მეგობრისა და აზერბაიჯანელი კოლეგის, სამირ ალიბაიევის მოულოდნელი ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
სამირი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - აზერბაიჯანის” ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი იყო და მუდამ ეხმარებოდა და გვერდით ედგა ადამიანებს, რომელთა უფლებებიც ირღვეოდა.
სამირი კორფუციის წინააღმდეგ ინერგიული და უშიშარი მებრძოლი იყო, ჩვენთვის კი - კოლეგა და კარგი მეგობარი. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია არა მარტო ჩვენთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის, არამედ მთელი აზერბაიჯანისთვის.
ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ სამირის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს ბაქოსა და განჯაში.