საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიმართვა საქართველოს პარლამენტს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

24 ოქტომბერი, 2012

 

ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები კიდევ ერთხელ მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი.

თავდაპირველად იგი წარდგენილი იყო 39 საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და გაერთიანების მიერ, თუმცა, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მხარდამჭერთა რაოდენობა ასზე მეტია და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. ის თანაბრადაა მისაღები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებზე, სოციალურ, გარემოსდაცვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემატიკაზე მომუშავე, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სხვადასხვა სახის მოწყვლადი ჯგუფების უფლებებადამცველთა და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებისათვის.

უკანასკნელ დღეებში მედიით გავრცელებულმა ინტერვიუებმა თამარ გურჩიანთან და კანდიდატებს შორის ტელე-დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ თამარ გურჩიანი არის პოლიტიკურად მიუკერძოებელი, პრინციპული, მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. კერძოდ, მრავალი წლის განმავლობაში იგი მონაწილეობდა მედიის თავისუფლების, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის, სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებულ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში.

თამარ გურჩიანისათვის არ არსებობს პირველი და მეორეხარისხოვანი ადამიანი. მისთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი ადამიანთა შორის უპირობო თანასწორობაა. სწორედ მისი პროფესიული ღირსების გათვალისწინებით, მოგმართავთ ინიციატივით, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დაამტკიცოთ თამარ გურჩიანი.

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები:

 

1. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

2. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

3. საზოგადოებრივი დამცველი

4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

5. მრავალეროვანი საქართველო

6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

7. ლაბორატორია 1918

8. დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი

9. ტფილისის ჰამქარი

10. მედია კლუბი

11. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი

12. კულტურულ ურთიერთობა ცენტრი "კავკასიური სახლი"

13. თანადგომა

14. იდენტობა

15. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

16. სათემო განვითარების ცენტრი

17. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი

18. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

19. ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

20. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვიმეგობროთ’’

21. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

22. ქალთა ფონდი

23. სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე

24. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

25. ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის

26. კავკასიის ქალთა ქსელი

27. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრი

28. ახალგაზრდები სამართლიანობისათვის - საქართველო

29. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია" ქალი და სამყარო"

30.  სომეხი ქალების ქალები - საქართველოს მოქალაქეები

31. ბოლნისის ენის სახლი

32. "ლგბტ საქართველო"

33. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

34. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი

35. ქვემო ქართლის ეთნოსშორისი ერთობა

36. კონსულტაციისაა და ტრენინგის ცენტრი

37. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (Sov Lab)

38. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

39. დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი

40. ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია

41. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

42. სათემო ორგანიზაცია “თემქა - ზღვისუბანი”

43. ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის

44. ასოციაცია "მედია და საზოგადოება"

45. საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემია

46. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)

47. სიაიესვი-საქართველო

48. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

49. საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია

50. "უსაფრთხო სივრცე"

51. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია

52. გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

53. ახალი ამბების სააგენტო ,,ექსპრესნიუსი’’

54. გაზეთი "ახალი გაზეთი"

55. საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესს.გე"

56. სამოქალაქო განვითარებისათვის სოციალური აქტივობა

57. არაკომერციული იურიდიული პირი "პოზიტივი"

58. ა.ო ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი"

59. თავისუფლების კლუბი

60. საქდოკ ფილმი

61. Focus magazine

62. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირ

63. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია

64. tv 25

65. ურბან რეაქტორი

66. ასოციაცია - საზოგადოება განვითარებისათვის

67. მშვიდობისა და ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი

68. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალაგაზრდა სოციალისტები"

69. გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე"

70. ArgoMedia

71. გაზეთი ,,ხალხის გაზეთი’’

72. Caucasus Journalists Network

73. International Partnership for Human Rights

74. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

75. მეოხი 2010

76. ასოციაცია "ლიდერები დემოკრატიისთვის"

77. საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანული) ეკლესია

78. მედია ფონდი

79. სატელევიზიო ქსელი "ტვ ნეტ"

80. კავშირი თანამედროვე ხელოვნების კლუბი

81. სამართლებრივი განვითარებისა და კონსულტაციების ჯგუფი

82. ხელი ხელს

83. მულტიკულტურალზმის კვლევითი ცენტრი

84. მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის"

85. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია "ნდობა"

86. ტელემაყურებელთა კავშირი

87. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია

88. სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative (წნორი)

89. გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

90. კავშირი ,,სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი"

91. განათლებისა და მართვის გუნდი

92. ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრი

93. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"

94. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

95. საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი

96. მრჩეველთა ჯგუფი "იბერია"

97. media.ge

98. კავშირი ,,სვანეთის ტურიზმის ცენტრი"

print
ombudsman