ლევან მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოში დარღვევა დადგინდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ლევან მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოში დარღვევა დადგინდა

11 აპრილი, 2024

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის გახილულ სულ ცოტა ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. აქედან სამ საქმეზე სასამართლომ დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო ორ საქმეზე სახელმწიფომ თავად აღიარა დარღვევა. ამ საქმეების გამო საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლოდ ჯამში 105 988 ევროს გადახდა მოუწია

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან მურუსიძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რასაც ის, სასამართლო კლანის სხვა წევრებთან და ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად ეწინააღმდეგება.

print