მაღალი დონის კორუფციის აღმოფხვრა საქართველოში: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება
16 მარტი, 2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მონიტორინგს. ამ პროექტის ფარგლებში, რომელსაც კოორდინირებას ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ უწევს, ჩვენი კვლევები შესაბამისი დოკუმენტების იმ ნაწილებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ანტიკორუფციულ პოლიტიკას და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმას ეხება. ამჯერად წარმოგიდგენთ პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც განხილულია საქართველოში მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის საკითხი და ამ სფეროში არსებული გამოწვევები.
