„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გეგმები არჩევნების დღეს, 30 მაისი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გეგმები არჩევნების დღეს, 30 მაისი

30 მაისი, 2010

თბილისი, საქართველო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა 2010 წ. 30 მაისის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგი განხორციელდება ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები იმყოფებიან. სულ, საქართველოს მასშტაბით, ასეთი 5 დაწესებულებაა. ესენია: 1.N.5 საპყრობილე, თბილისი, ისნის საარჩევნო ოლქი. 2.N.8 საპყრობილე, თბილისი, გლდანის საარჩევნო ოლქი. 3.N.2 საპყრობილე, ქუთაისი. 4.N. 4 საპყრობილე, ზუგდიდი. 5.N.3 საპყრობილე, ხელვაჩაური. გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იღებს მონაცემებს თავისი რეგიონული კოორდინატორებისაგან სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საარჩევნო მედია–ცენტრში დღის განმავლობაში გააკეთებს განცხადებებს, ხოლო საბოლოო შედეგებს დღეს 21:00 წარმოადგენს. არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ყველა დარღვევა და ხარვეზი, და წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები მომავალში მათი პრევენციისათვის. საკონტაქტო პირები: ვახტანგ კობალაძე, აღმასრულებელი დირექტორი, ტელ.: 877 400 818. თამუნა ქაროსანიძე, მედია–ცენტრის კოორდინატორი, ტელ.: 877 71 91 07.

print
elections