არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება მესტიაში 7 ივლისს განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება მესტიაში 7 ივლისს განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ

11 ივლისი, 2010

7 ივლისს მესტიაში თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი და მისი სამი ნათესავი - შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები. დაკავებულები იმავე დღეს ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა მესტიაში, რადგანაც მისი სამანქანო გზით გადაყვანა ვერ მოხერხდა - მესტიელებმა გასასვლელი გზა გადაკეტეს. ნელი ნავერიანი და მისი ნათესავები უკვე ორი წელია იმ მამაპაპისეული სათიბების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც სახელმწიფომ კანადელ ინვესტორს - უილიამ ჯეიმს სიმფსონს მიჰყიდა. მართალია, ნელი ნავერიანს აღნიშნული ტერიტორია საჯარო რეესტრში არ ჰქონდა დარეგისტრირებული, მაგრამ მისი ოჯახი სადავო მიწის ნაკვეთით უკვე რამდენიმე ათეული წელია სარგებლობს. ზოგადად, მთიან რეგიონებში, და მათ შორის მესტიაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს კუთვნილი მიწები იურიდიულად დაკანონებული არ აქვს.

print
elections